Digest Logo

„რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა...“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

1750320846
ქართველი ემიგრანტი

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი  ნანული მაჭავარიანი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

„ემიგრანტი გარდაიცვალა საბერძნეთში ათენში ნანული მაჭავარიანი. უფალმა ნეთელი არ მოაკლოს მის სულს.. სახსალამათი სიცოცხლით სავსე. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს.

რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა, ორივე ემიგრანტი იყავით რატომ მოტეხე ფრთები ხათოს ასე ნაადრევად... 

ტკბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი,მონატრება,ჯავრი წაიყოლე..

ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.

კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი ნანული და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს.

იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი შენი შვილების ცრემლებისა“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

სალომე ღვინიაშვილი საფრანგეთში, სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - „კარგი დასვენება, ბედნიერი დღეები“

🎥 „თუ არ ხარობ, არ ხარ... ომები, ტანჯვა, წამებებიც კი ჭარბი სიყვარულის მოთხოვნით არის განპირობებული“ - ინტერვიუ მღვდელ გურამ ოთხოზორიასთან

„გვიყვარხართ! უფალმა დაგლოცოთ!“ - სალომე ბაკურაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს