
მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მსახიობი ვიზუალის გამო გააკრიტიკა.
🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?
„არ გეწყინოს მაგრამ მაგარი საზიზღარ ვიდზე ხარ. აი, საშინელი“
„ვაიმე რას ჰგავს ეს კაცი, მარტო ცხვირი დარჩა“
„დრაკულას როლს რო თამაშობდა, იმ მსახიობს მიგამსგავსე... მე ის ძველი "ლექსო" მიყვარს ცხელ ძაღლში რო თამაშობდი, ის ძველი გიორგი მალე დაგვიბრუნე, ლაღი და ბედნიერი“
„გახუმებული მუმია“, - წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
სულ ახლახან კი ლენუკა ყიფშიძემ ძმასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ გიორგი თავს კარგად გრძნობს.
„რამე დაგიშავეთ ხალხო? რა გინდათ ჩემგან. მსახიობი ვარ, ხან გავხდები და ხან გავსუქდები. ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს და მივდივარ რეპეტიციაზე“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ნინო ნადირაძე იუბილარია - „ესეც ასე, ნახევარი საუკუნის შევიქენი“