Digest Logo

„რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა დგები და დახმარებას იწყებ, ამ დროს ჩანს ხოლმე, რა ღირსეული ხარ სინამდვილეში“ - ნათია ფანჯიკიძე

1686986829
ნათია ფანჯიკიძე

თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული მარიამ ბარაბაძე გვიან ღამით იპოვეს, ის ძაღლის სახლში იმყოფებოდა და ეძინა. მის საპოვნელად პოლიციასთან ერთად საზოგადოებაც გაერთიანდა და ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

„დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი“ - ახალი დეტალები 11 წლის გოგოს საქმეზე

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, გვარსაც არ კითხულობ, ეთნიკურად რა წარმომავლობისაა. არც მშობლების სოციალურ მდგომარეობას იკვლევ, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ.

ამ დროს ჩანს ხოლმე, რა ღირსეული ხარ სინამდვილეში, სადღაც შენი თავის შენთვისვე მივიწყებულ სიღრმეში და რა სამწუხაროა, რომ ისევ ივიწყებ საკუთარ თავს ჩვეულებრივ დღეებში. არადა, სამოთხეს შევქმნიდით, ეს რომ ყოველდღიური ჩვევა და რწმენა იყოს. არა მაინცდამაინც სიყვარული, არამედ პატივისცემა.
დაკარგული ბავშვი იპოვეს“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სინამდვილეში, ძალიან კარგი ხალხი ვართ... ხვალ რომ ძლიერი ქარი ამოვარდეს, ვისთვის ილოცებთ? ვინ ილოცებს თქვენთვის?“ - ალექსანდრე ლორთქიფანიძე

🔵„ვილოცოთ, ყველაფერი სიხარულით დამთავრდეს…“- მამა პეტრე საზოგადოებას მიმართავს

🎥 „ასე ვიჯდები უკანალით ყველაფერზე, რაც მომწონს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი