
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს ადამიანის რაობაზე:
„არსებობს ფრაზა-თხრობა და ფრაზა-საზრისი.
პირველის მაგალითებია:
„იმ დღეს გაწვიმდა“ ან „ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს“.
მეორის:
„რა კაცია ის, ვინც სამყაროს შეცვლას არ ცდილობს“ ან „თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება ის ამბავი ნამდვილი არ იყოს“.
ფრაზა-თხრობა დროს მიჰყვება, ფრაზა-საზრისი მას ჭვრეტს.
პირველი მეორეზე გაცილებით ხშირად გვხვდება, რადგან დამნახველთა რიცხვი ხარისხობრივად აღემატება მჭვრეტელებისას.
დანახვა აღწერაა, ჭვრეტა - საგნის, მოვლენის, ტენდენციისა თუ ადამიანის ღრმა არსების შემეცნება.
პირველი ინფორმაციაა, მეორე - სიბრძნე.
პირველის გარეშე მეორე არ არსებობს.
ორივე საჭიროა, როგორც თვალი: პირველი - სხეულის, მეორე - გონების.
სამყარო ორივესთვის მადლობას გეტყვის - მას შენგან დანახვაც სჭირდება და შეცნობაც“, - გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: