
პროექტ „ვოისის“ გამარჯვებული და საქართველოს ხმა ევროვიზია 2023-ზე ირუ ხეჩანოვი გახდა. მის ამ მოგებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ულოცავდა ირუს გამარჯვებას, ზოგი კი აკრიტიკებდა და გასული სიუჟეტის გამო ამუნათებდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერალი თიკა ჯამბურია გამოეხმაურა.
„საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ცუდად ვარ ორი დღეა ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს !!
ისე მაგრად, როგორც ქართველ ხალხს ერთი ადამიანის, ამოჩემება და ჩაქოლვაში გვერდით დგომა გამოგდით , ეგრე მართლა არაფერი არ გამოგდით.
მიუხედავად იმისა, რომ ლიკა სირაძე და თინა დათიკაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტები და ძალიან გამიხარდებოდა მათ მოეგოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგოს ქვები ვესროლო, ვლანძღო და ვწყევლო …
რა ხდება, ხალხო!!! რა დღეში ხართ, მრცხვენია მართლა თქვენს მაგივრად, ისეთ სტატუსებს წერთ.
დიახ, მეც არ მომეწონა მისი ინტერვიუ, დიახ ჩემს გემოვნებაშიც სხვა მომღერალი უფრო ჯდებოდა, მაგრამ ამ გოგოს შრომის მოყვარეობამ და მონდომებამ ამ კონკურსის ფარგლებში ჩემი გაოცებაც გამოიწვია, ვხედავდი როგორ იყო მონდომებული და ვხედავდი თუ როგორი განსაკუთრებული და გამორჩეული სურვილი ჰქონდა ევროვიზიის.
ასე რომ, არაუშავს, ისწავლეთ თანაგრძნობა, ისწავლეთ სხვების გრძნობების და სურვილების გაგება. ამ უნიჭიერეს ბავშვებს წინ უზარმაზარი გზა და მომავალი აქვთ, დარწმუნებული ვარ ისინი ყველა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ, იმიტომ, რომ მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არ იკარგებიან … ირუს კი წარმატებები იმ გზაზე, რაც აშკარად მისი ცხოვრების აზრი იყო… და აცადეთ ადამიანებს და შეარგეთ ოცნებების ახდენა “, - წერს თიკა ჯამბურია.
ასევე დაგაინტერესებთ: