დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების რეალური მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
გარდაცვლილი გოგოს ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნას ელოდება.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში მოდელი - კესარია აბრამიძე ეხმაურება და წერს, რომ არასრულწლოვანზე იძალადეს. ის გარდაცვლილი გოგოს დედის მეგობარია.
„რა მაკარონი და რა ჩიფსი, ახლა მოვდივარ სამძიმრიდან.
ხალხნო ნუ გჯერათ ამ პრიმიტიული სისულელეების!!
ბავშვზე იყო ძალადობის მცდელობა, საქანელიდან სიბნელეში რატომ წავიდოდა თუ ცუდად გახდა ?!!
სავარაუდოდ, მოძალადემ სცადა ძალადობა და გაიქცა, ბავშვს ჰქონდა გეტრი გადახეული მუხლებზე, ბევრი ისეთი გარემოებაა, რაც მხოლოდ ძალადობაზე მიანიშნებს.
შიშის ნიადაგზე, ბავშვს დაემართა პირღებინება, რამაც გამოიწვია გაგუდვა.
ხოლო მოძალადე გაიქცა!!!
P.s. ეს არის გარდაცვლილი ბავშვის დედის (ჩემი მეგობრის) ვერსია. დიდი იმედია, გამოძიება უფრო ზუსტად დაადგენს ბავშვის გარდაცვალების მიზეზს .
ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე რეალური ვერსია“, - წერს აბრამიძე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 16 მარტის საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი
🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია