დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების რეალური მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
გარდაცვლილი გოგოს ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნას ელოდება.
ადგილობრივი მცხოვრებლები, ძალადობის ვერსიას გამორიცხავენ და სავარაუდო ასფიქსიაზე საუბრობენ.
„გადასცდა რაღაც, მერე ეტყობა გული ერეოდა და გაიგუდა. გამორიცხულია, რომ აქ ძალადობა ან რამე მსგავსი იყოს, აქ ყველაზე სუფთა უბანია მაგ მხრივ. ცნობილია, რომ იყიდა რაღაცა ჩიფსები, დადიოდა აქ ღამე და მერე ეტყობა, რომ გადაცდა, შეიძლება იფიქრა გულს ავირევო და აქეთ შემოვიდა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ასევე დაგაინტერესებთ: