Digest Logo

🎥 რა შეიცვალა მარიამ ელიეშვილის ცხოვრებაში შვილის დაბადების შემდეგ - „ძალიან უყვარს ქართული ინსტრუმენტები, სიმღერები“

1789566914
მარიამ ელიეშვილი

მას შემდეგ, რაც მომღერალი მარიამ ელიეშვილი დედა გახდა, სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს შვილის უსაყვარლესს კადრებს, რომელიც გამომწერებისგან კომპლიმენტებს იმსახურებს.

იგი ერთი წლის საბასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და ტელეკომპანიას POSTV-ის ესტუმრა. 

მან გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:

„რაც საქართველოში ჩამოვედით, საბა დედის პროფესიიდან გამომდინარე აქტიურად დადის ჩაწერებზე, გადაცემებში. 

კარგი ბიჭია, მისი საყვარელი საგნები წიგნია. 

ზუსტად 2 წელი გახდა, რაც საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი, ჩემს ცხოვრებაში მოხდა საუკეთესო მოვლენა, საბამ ჩვენი ლამაზი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაალამაზა, შეცვალა ყველაფერი და მის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი, მასზეა ჩემი გრაფიკიც დამოკიდებული. 

ძალიან უყვარს ქართული ინსტრუმენტები, სიმღერები, პატარაობიდან ვაჩვევთ და ამ ჰანგებზე იზრდება, დიდი სიამოვნებით გვისმენს“, - ამბობს მარიამ ელიეშვილი. 

მარიამ ელიეშვილი პოპულარული ქართველი ფოლკლორის ჟანრისა და ესტრადის მომღერალია, რომელმაც ფართო საზოგადოების სიყვარული თავისი გამორჩეული, სუფთა ხმის ტემბრითა და ტრადიციული ჰანგების თანამედროვე შესრულებით მოიპოვა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს - ნახეთ, საკონკურსო კლიპი

რა ემართება ტვინს თამაშდამოკიდებულებისას და როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობები - ფსიქოლოგის განმარტება

„გამოდგება ნებისმიერი საქმისთვის, საიდანაც პოზიტიურ შედეგს ელოდებით“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი 16 სექტემბრის ენერგიებზე