თამაშდამოკიდებულება (ლუდომანია) არ არის სუსტი ნებისყოფა ან უბრალო ცუდი ჩვევა, ეს არის სერიოზული ფსიქონეირობიოლოგიური დაავადება. ხშირად ვხედავთ, როგორ ცვლის ეს პროცესი ადამიანის პიროვნებას და ანგრევს მის გარშემო არსებულ ყველაფერს.
თამაშდამოკიდებულების საფუძველი ტვინის ჯილდოს სისტემის მოშლაა. როდესაც ადამიანი თამაშობს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით დოფამინი სიამოვნების და მოლოდინის ჰორმონი. საინტერესოა, რომ ტვინი დოფამინის პიკს აღწევს არა მოგების მომენტში, არამედ მოგების მოლოდინისას.
დროთა განმავლობაში ტვინი ეჩვევა ამ მაღალ დოზებს (ყალიბდება ტოლერანტობა), რის გამოც ჩვეულებრივი ყოველდღიური სიხარული (ოჯახი, სამუშაო, ჰობი) უფერულდება. ამავდროულად, იბლოკება შუბლის წილი, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებასა და იმპულსების კონტროლზე. შედეგად, ადამიანი კარგავს რეალობის ადეკვატურად შეფასების უნარს.
დამოკიდებული ადამიანის გვერდით ცხოვრება ემოციურ და ფინანსურ ატრაქციონს ჰგავს.
ოჯახის წევრები გადიან რამდენიმე მძიმე ეტაპს:
დამოკიდებულება მოითხოვს შენიღბვას. მუდმივი მანიპულაციები, დამალული ვალები და ცრუ დაპირებები ანგრევს ურთიერთობის ფუნდამენტს.
მოთამაშე ხდება აგრესიული, მშფოთვარე ან დეპრესიული, განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაშის საშუალება არ ეძლევა.
ოჯახის წევრები უნებლიეთ ხდებიან პროცესის ნაწილი - ფარავენ ვალებს, ამართლებენ მას და ცდილობენ კონტროლს, რაც საკუთარ ემოციურ გამოფიტვამდე მიდის.
დამოკიდებულებიდან გამოსვლა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. მხოლოდ „ნებისყოფის ჩართვა“ აქ არ მუშაობს.
მკურნალობა ვერ დაიწყება, სანამ თავად ადამიანი არ იტყვის: „მე პრობლემა მაქვს და დახმარება მჭირდება“.
საჭიროა ფსიქოთერაპია და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრის ჩართულობა.
ოჯახმა სრულად უნდა გადაიბაროს ფინანსების კონტროლი და არასოდეს არ უნდა გადაიხადოს მისი ვალები.
ტრიგერების (რეკლამები, კაზინოები, მოთამაშე სამეგობრო) მინიმიზაცია და ახალი, ჯანსაღი დოფამინის წყაროების პოვნა.
თამაშდამოკიდებულება განაჩენი არ არის, თუმცა მასთან გამკლავება მოითხოვს მკაცრი საზღვრების დაწესებას, პროფესიონალურ ჩარევას და დიდი ემოციური რესურსის მობილიზებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით თამუნა ქუთათელაძე - ქალი, რომელიც 46 წლის ასაკში სტუდენტი გახდა