გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს მრევლმა 2022 წლის Land Cruiser აჩუქა, რომლის ღირებულება 254 ათას ლარს შეადგენს.
აღნიშნული თემა საზოგადოების განკითხვის საგანი გახდა და სოციალურ ქსელში მთელი დღე იწერებოდა, რომ მღვდელს მსგავსი ფუფუნების საგანი არ უნდა ჰქონდეს.
ფეისბუკზე აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დააფიქსირა.
„ახალი მანქანა კარგია! რა სჯობს ახალ მანქანას რომ ყიდულობ, ცელოფნებს აცლი, საწყის კილომეტრებს თითებზე ითვლი, ახლის სუნი მოგწონს, არაფერი ფუჭდება და ბედნიერი ხარ ალბათ...
პოლიტიკამდე, 9 სხვადასხვა მანქანა მყავდა, ყველა მეორადი, რა თქმა უნდა.
ამის შემდეგ, ორჯერ ვიყავი პარლამენტის დეპუტატი, ორჯერ ვიყავი გუბერნატორი, სხვადასხვა რეგიონში და 4 წელი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
სურვილის მიუხედავად, არსად და არასოდეს, არც პირადი და არც სამსახურებრივი ახალი მანქანა არ მყოლია.
სულ ვთვლიდი, რომ მაგისთვის არც ფული იყო, არც დრო და არც სიტუაცია.
აბა, დადოს ვინმემ მსგავსი სტატისტიკა!... ჰოდა, კი არ მშურს - ვბრაზდები.
ამ ქვეყანაში, ამ სიტუაციაში, სხვის, ან ბიუჯეტის ფულით, ახალი მანქანის ყიდვის უკან, ყოველთვის რაღაც უზნეობა და ნაბიჭვრობა დგას!
ასეა ეს!“, - წერს გოგა ხაჩიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: