Digest Logo

„რა თაობას ვზრდით? აღზრდა ძალადობა არ არის, დისციპლინა დამცირება არ არის!“ - რას წერს მედეა ადამია

1792662133
მედეა ადამია

იურისტი მედეა ადამია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლემ მასწავლებელზე ფიზიკურად იძალადა. 

როგორც თავად აღნიშნავს, ეს ყველაფერი ლიბერალიზმის ბრალია და ბავშვისთვის საზღვრების დაწესება, დისციპლინა, აღზრდა აუცილებელია:

„მეხუთე კლასის მოსწავლემ მასწავლებელს ხელი გააწნა… დაფიქრდით, სადამდე მივედით!

ეს არის იმ მიდგომის შედეგი, როცა ბავშვს შენიშვნა არ უნდა მისცე, არ უნდა გაუბრაზდე, არ უნდა მოსთხოვო პასუხი საკუთარ საქციელზე და ღმერთმა დაგვიფაროს, საზღვარიც არ უნდა დაუწესო!

ლიბერალიზმი აღზრდის გარეშე თავისუფლება კი არა, უპასუხისმგებლობის წახალისებაა!

ბავშვს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, მაგრამ ამასთანავე უნდა იცოდეს უფროსის პატივისცემა, სხვისი შრომის დაფასება და საკუთარი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობა.

აღზრდა ძალადობა არ არის! დისციპლინა დამცირება არ არის! ბავშვისთვის საზღვრების დაწესება კი მისი უფლებების დარღვევა არ არის!

ბავშვს უნდა მოუსმინო, აუხსნა, სიყვარულით მიუდგე, მაგრამ როცა საჭიროა, მკაფიოდაც უნდა უთხრა : ეს დაუშვებელია!

მასწავლებელზე ხელის აღმართვა ჩვეულებრივ ბავშვურ საქციელად არ უნდა ჩაითვალოს. მასწავლებელსაც აქვს ღირსება და პატივისცემის უფლება.

ჰოდა, ახლა ყველამ ერთად ვიკითხოთ: რა თაობას ვზრდით და რა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, უფროსებს?
რაც დავთესეთ, იმას ვიმკით! თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია, შევცვალოთ მიდგომა და შვილებს თავისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაც ვასწავლოთ“, - წერს მედეა ადამია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

⭕ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ გიორგი ნემსაძეს

⭕რატომ გვეშინია ხელოვნური ინტელექტის და რა როლი ექნება ადამიანს მომავალში - ფსიქოთერაპევტ მაგდა კოტრიკაძის განმარტება

✕