Digest Logo

რა უნდა გააკეთოთ, თუ კრედიტორები ვალის გადახდის მომენტის დადგომისას იმალებიან, ან სხვა მეთოდებით თავს არიდებენ თანხის მიღებაზე

1706184731
გამოსახლება

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელა ინწკირველი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას ამცნობს, თუ როგორ მოიქცნენ იმ დროს, თუ მათი კრედიტორები ვალის გადახდის მომენტის დადგომისას იმალებიან, ან სხვა მეთოდებით თავს არიდებენ თანხის მიღებაზე.

„ბოლო დღეებში ხშირად წერენ, რომ ვალის გადახდის მომენტის დადგომისას კრედიტორები იმალებიან ან სხვა მეთოდებით თავს არიდებენ თანხის მიღებას.

ასეთ შემთხვევაში მოვალეს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი შესაძლებლობა:

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ კრედიტორი უარს აცხადებს მოვალისგან თანხის დაბრუნებაზე (პროცენტი, ძირითადი თანხა და ა.შ.), მოვალეს უფლება აქვს ფული შეიტანოს ნებისმიერი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის მომენტიდან ვალდებულება შესრულებულად ითვლება შეტანილი თანხის მოცულობით“, - წერს ლელა ინწკირველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სანამ არ შევალთ, მანამდე ალბათ ვერ დავიჯერებთ... თბილისში დღემდე ქირით ვცხოვრობთ“ - რას ამბობს თედო ბექაურის მეუღლე

„ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა გვერდით საყვარელი ადამიანი“ - ინდირა ჯგერნაია

🎥 „კიდევ კარგი იქვე რეანიმაცია იყო, ამას ვუყურებდი ზევიდან და უცბად წავედი ცაში“ - დათო დვალიშვილი კლინიკურ სიკვდილზე