პუბლიცისტი ბესო ჩუბინიძე 1991 წელს რაჭაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას იხსენებს და ჰყვება თუ რას იხსენებს მამამისი, რომელიც მაშინ მაშველად მუშაობდა.
„1991 წლის 29 აპრილს, 13:13 საათზე რაჭაში მომხდარი 7 ბალიანი, დამანგრეველი მიწისძვრა ხომ გახსოვთ?
მაშინ ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანი სოფელი ხახიეთი გაანადგურა, პირდაპირი გაგებით - 42 ადამიანი ცოცხლად ჩაყლაპა
მაშინ მამაჩემი იყო სამაშველო სამსახურში ჩართული საჩხერის ზონიდან და ახლაც ამბობს ხოლმე - მიწა გუგუნებდა მეწყერის მერე და ცოცხალი ადამიანების ხმაც ამოდიოდა მიწის სიღრმიდან შველას, რომ ითხოვდნენ და ვერავინ ვერაფრით ვერ ეხმარებოდა. დღეს, ამ სოფლის თავზე, რომელიც 91-ში დაიმარხა, ეს ტბაა...“ - წერს ბესო ჩუბინიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵აგვისტოს დღეები, როცა არ არის სასურველი ექიმთან და სილამაზის სალონებში - ეკა კვარაცხელია
🔵„როგორ დავიმეგობროთ ფული ? როგორ შევიქმნათ მატერიალური კეთილდღეობა ?“ - ქეთი ოდიშელის რჩევა