ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თემაზე: ლატარიის წყევლა“: რატომ ვანგრევთ საკუთარ თავს, როცა ყველაფერი კარგადაა? - წერს.
ლატარიის წყევლა“: რატომ ვანგრევთ საკუთარ თავს, როცა ყველაფერი კარგადაა?
სტატისტიკა შოკის მომგვრელია: ლატარიაში მოგებული ადამიანების 70% რამდენიმე წელიწადში სრულიად კოტრდება. რატომ? საზოგადოებას ჰგონია, რომ მათ ფულის მართვა არ იციან. სინამდვილეში კი მიზეზი ბევრად უფრო ღრმა და საშიშია — ეს არის „ზედა ზღვარის პრობლემა“.
ჩვენს ფსიქიკას აქვს ჩაშენებული „ბედნიერების თერმოსტატი“. თუ თქვენი გვარის „ნორმა“ იყო გაჭირვება და ბრძოლა, როგორც კი დიდ წარმატებას ან ფულს იღებთ, თქვენი ტვინი ამას საფრთხედ აღიქვამს.
„ეს ზედმეტად კარგია! რაღაც ცუდი უნდა მოხდეს!“ — ყვირის ქვეცნობიერი და იწყებს თვითსაბოტაჟს.
შეგიმჩნევიათ, რომ როგორც კი ფული ჩაგივარდებათ, მანქანა ფუჭდება?
როგორც კი კარიერაში წინსვლაა, პარტნიორთან უმიზეზოდ ჩხუბობთ?
ეს არ არის „თვალის“ ან „ბედის“ ბრალი. ეს არის ნეირო-ბიოლოგიური მექანიზმი“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან