Digest Logo

„რაღაცნაირი სიმშვიდე მაქვს… უვიზო რეჟიმიც იქნება, პირდაპირი ფრენებიც, კანდიდატის სტატუსსაც მოგვანიჭებენ თურქეთივით, 30 წლით“ - ხათუნა ხოფერია

1683789172
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა.  განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა და თავისი მოსაზრება საჯაროდ დააფიქსირა.

„საერთოდ აღარ მაინტერესებს ვინ, სად, როდის, რა ქნა… რაღაცნაირი სიმშვიდე მაქვს… 30- ის აქციის შემდეგ.

ან რა უნდა მაინტერესებდეს?!… რა თქვა ოპოზიციამ?.. რატომ იბრდღვნის ბუმბულს სალომე?!.. რას აპირებენ ულიდეროდ დარჩენილი ოპოზიციონერები?..

აბა, სადაა ოპოზიცია?… ფაფუ, არაა, არა… როგორც აღმოჩნდა, ქართული ოპოზიცია კი არა, ქოლცენტრის თანამშრომლები ყოფილან… ყველა ერთად, თავისი ჟურნალ- გაზეთებიანად…

ჰო და, ამათ ვუსმინო? არ მინდა, ბატონო, ესენი ევროპაში ტელეფონიდან ატყავებდნენ ადამიანებს. ჩვენ კიდე კარგად ვართ გადარჩენილები…

ასე რომ, ჩემი ქოლცენტრის თანამშრომლებო, უვიზო რეჟიმიც იქნება, პირდაპირი ფრენებიც, კანდიდატის სტატუსსაც მოგვანიჭებენ თურქეთივით, 30 წლით.. შავი ზღვის აუზის ქვეყნების დეამერიკანიზაციაც მოხდება, როგორც ბიძია ერდოღანმა თქვა…

უფ, კიდევ ბევრი რაღაცები იქნება, სულ ქოლცენტრში რომ მოგხვდებათ ისეთი. ტალახაძე კიდევ ბევრჯერ დაძლევს საკუთარ მსოფლიო რეკორდს, კვარა უამრავ ულამაზეს გოლებს გაიტანს, რაგბიშიც და კალათბურთშიც გავხდებით ჩემპიონები, ყველაფრის ჩემპიონები გავხდებით… უფრო სწორედ, ვართ!

ახლა წავედი, დავიძინებ მშვიდად, მშვიდობიან საქართველოში!

P.S. სავიზო რეჟიმის მოხსნის ამბავი რომ გავიგე, დიდი სიმძიმე მომეხსნა. ჩავუყვან პეტერბურგში ჩემ 90 წლის დედამთილს თავის 8 შვილთაშვილს, გავაბედნიერებ!! და როცა წავა, თავისი გაზრდილი შვილიშვილები გააცილებენ!

ეს კანონზომიერია! ეს ასე უნდა ყოფილიყო!“, - წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბიჭს, რომელსაც ცალ ფეხზე პროთეზი აქვს და კურიერად ველოსიპედით მუშაობდა, მოპედი აჩუქეს

🔵„ვიფიქრე რა გავუკეთო ჩემს თავს საჩუქრად სიახლე -მეთქი და...“ - ნანუკა ჟორჟოლიანმა ცხვირი გაიხვრიტა

🔵ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, სანამ მარწყვს შეჭამს