86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში შვილიშვილი ნინი გოგიჩაიშვილი ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.
იოსებ გოგიჩაიშვილს ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
„ჩემი მზის სხივი, ჩემი უსაყვარლესი ბაბუ!
რამდენ ბედნიერ წამს ითვლის გული შენთან ერთად!
ჩემი უტკბილესი ბაბუ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც სოსიკოსთან შეხება ჰქონია და სიგიჟემდე არ უყვარს!
დიდი ადამიანი დიდი გულით! ურთულესია შენთან დამშვიდობება და არც მინდა ამ რეალობის აღქმა“, - წერს ნინი გოგიჩაიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?