გარდაცვლილი მსახიობის გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე წარსულს იხსენებს. დროს, როცა მისი ოჯახის წევრები ცოცხლები და ახალგაზრდები იყვნენ.
ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი სოფლის ყველა კუთხე-კუნჭული მისთვის სევდიანია.
„რამდენადაც მიყვარს წვერი, იმდენად სევდიანია ჩემთვის ყოველი კუთხე-კუნჭული.
თითქოს ყოველ წამს ორი პარალელური რამ ხდება - ერთი ახლა და მეორე მაშინ, გივი და ლეილა რომ დაფუსფუსებდნენ ეზოში, ზურა რომ მწვადებს წვავდა, მე და გიო რომ მეზობლებში დავიარებოდით უსასრულოდ.
მიყვარს ყოველი ეგეთი წამი და მადლობელი ვარ“, - წერს ანო მაისურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 22 ივლისი ყველაზე თბილი და მზრუნველი ადამიანების, ბებიების დღეა