Digest Logo

„რამდენი წელია ამის მოყოლა მინდოდა და ბედნიერი ვარ რომ ახლა მაინც მოვყევიო“ - ქალმა საზოგადოებას მოგმართათ“ - რას წერს მაკა რაზმაძე მზია გეწაძეზე

1684912277
მაკა რაზმაძე და მზია გეწაძე

გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ „ბოშა ქალის“ შემსრულებელმა მზია გეწაძემ თავის პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე საჯაროდ ისაუბრა. მისი თქმით, გათხოვების შემდეგ 5 თვის განმავლობაში ქმართან სექსუალური აქტი არ ჰქონია. როგორც მომღერალი ამბობს, ქმარმა მას ქალწულობის დასაკარგავად სხვა კაცთან წასვლა შესთავაზა რაზედაც თავად განაცხადა უარი. 

მომღერლის ამ ინტერვიუს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგმა მზია გეწაძე განიკითხა, ზოგმა კი მხარდაჭერა გამოუცხადა მას. მხარდამჭერთა შორისაა ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომლის შეფასებასაც უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენი წელია ამის მოყოლა მინდოდა და ბედნიერი ვარ რომ ახლა მაინც მოვყევიო“ - ქალმა საზოგადოებას მოგმართათ, საკუთარი წლების ტრავმაზე გესაუბრათ და ემპათიას ითხოვდა. თავის დროზე სწორედ საზოგადოების გაკიცხვის შიშით დაემართა ეს ყველაფერი რაც მოყვა. თვითონვე ამბობს გადაცემაში - ახლა შეიცვალა მიდგომები და ამიტომ ვყვებიო. მაგრამ თურმე არც არაფერი შეცვლილა. თან ღიაობას და პრობლემების საზოგადოებრივ დონეზე გადაჭრას იჩემებთ და როგორც კი ეს ხდება, მაშინვე ჩასაფრებული გადაუვლით ხოლმე ვინც თქვა და ვისთანაც თქვა ყველას. ორმაგი აღარ ჰქვია ამ სტანდარტებს. უმაგრესი ქალია მზია გეწაძე, კარგად შეანჯღრია საზოგადოება, დაამსხვრია მახინჯი სტერეოტიპები და პირდაპირ გაილაშქრა ამ სიმახინჯე - „სახლში რაც გინდა აკეთე ოღონდ ჩუმად“ მენტალიტეტის წინააღმდეგ. რომ ჰკითხო ყველა „რევოლუციონერია“ ვინც ახლა ლაფს ასხამს... არადა რა ბედნიერი იყო როცა ყველაფერი თქვა-წლებია მინდოდა ამის ხმამაღლა თქმაო, 30 წელი ველოდე ამ წუთებსო!  კარგად გაიაზრეთ რა მოხდა და მერე გამოიდეთ თავები აქ ჭკუის სწავლებით! ზუსტადაც მაგარი ხარ, მზია!!“, - წერს მაკა რაზმაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ხდებოდა „ამერიკის ვარსკვლავის“ სცენაზე, როდესაც ნუცა ბუზალაძე ქეტი პერისთან და კაილი მინოუგთან ერთად იმყოფებოდა

🔵„ნამდვილად თუ გწამს, უთხარი მთას რომ ზღვაში ჩავარდეს და ის ჩავარდება“ - გია მურღულია განწყობაზე

🔵ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი დღეიდან ამოქმედდება - მიზეზი ცოფის ვირუსია