Digest Logo

„რამდენი ცრემლიანი დღე, უძილო ღამეები, მე კარგად მესმის თქვენი, დედებო...“ - ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა ემიგრანტ დედებს

1706779777
ცისნამი საყვარლიშვილი

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მან თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა.

ახლახან მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რაც ემიგრანტობის ტკივილს ეხება:

„წარსული რა ოხერი რამეა არა? თავს არ გვანებებს და ხშირად გვახსენებს.

საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა რომ გადავწყვიტე, პატარა ირაკლის პასპორტისთვის ფოტო გადავუღე. ისეთი გულუბრყვილო ვიყავი, მეგონა ვიზას ჩემს პატარა შვილსაც მისცემდნენ და მისი დატოვება არ მომიწევდა. ეს ფოტო 2009 წელს გადავუღე, ზუსტად 1 წლის იყო.

მაშინ არ ვფიქრობდი იმაზე, სად წავიდოდი ჩვილი ბავშვით? ვინ მიმიღებდა უცხოეთში მარტოხელა დედას? რანაირად ვიშოვიდი სამსახურს? მთავარი იყო ირაკლი ჩემთან ერთად ყოფილიყო.

ბავშვს ვიზა არ მისცეს, მარტო მე ჩამირტყეს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მკერდიდან მოვიგლეჯდი ერთი წლის შვილს და დედას დავუტოვებდი!

განა რა ძალამ მაიძულა ამის გაკეთება?!

განა ასე როგორ მიჭირდა? რა სიდუხჭირემ გამარისკინა?

მას შემდეგ ამ ფოტოს საფულეთი დავატარებ. რომ მომენატრებოდა, ამოვიღებდი და ვკოცნიდი. ახლა საფულე მოვაწესრიგე და ფოტომ წარსული გამახსენა.

რამდენი ჩემნაირი დედაა, რომელმაც შვილები დატოვა და საშოვარზე წავიდა.

მინდა ყველას ვუთხრა, ნუ გეშინიათ, თქვენს ცხოვრებაშიც ყველაფერი მაგრად იქნება. თქვენი შვილები მალე თქვენს გვერდით იქნებიან.

ბოლო მაინც გამარჯვებისაა. დღეს რომ ჩემი შვილი ჩემს გვერდითაა, ჩემთვის დიდი გამარჯვებაა.

რამდენი ცრემლიანი დღე, უძილო ღამეები, დარდისგან გასიებული სახე და თვალები.
მე კარგად მესმის თქვენი დედებო. მეც თქვენი გზა გამოვიარე. მე თუ გავუძელი, თქვენც გაუძლებთ.

არ შეგეშინდეთ, თქვენ მარტო არ ხართ.

თქვენნაირი ბევრია. ყველა დედას ვუსურვებ შვილთან ყოფნას.

სწორედ ამ ტკივილმა დამაწერინა წიგნი, „წითელთმიანი გოგონას დღიური“, რომელიც ყველა ემიგრანტმა დედამ უნდა წაიკითხოს, რადგან იქ საკუთარ თავს იპოვის“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

წერეთლის გამზირზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

როგორია განახლებული წერეთლის გამზირი (ფოტოკოლაჟი)

🎥 როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი მეხსიერება გაუმჯობესდეს? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები