Digest Logo

„რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს ტელეგრამის ჩათში...“ - ნინო ჟვანია

1664132982
ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია ფეისბუკის პირად გვერდზე „ტელეგრამში“ არსებულ მიმოწერის სქრინს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს და რუსებს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით აპანიკებენ.

„რამდენიმე დღეა რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს ტელეგრამის ჩათში, სადაც უკვე ჩამოთრეულები აწი ჩამოსათრევებს რჩევა-დარიგებებს უზიარებენ. ძირითადად გეორგიევსკის ლენტებზე და Z- სიმბოლოზე, მოარიდეთ მაინც თვალს, არ ევასება აქ ზოგიერთსო. მოკლედ შევიდნენ ქართველები და დატროლეს იქაურები, ხან მესაზღვრე პოლიგრაფზე დაგკითხავსო, ხან გაწვევა თუ გიწევს, ადგილზე გაპატიმრებენ ქართველები და იქვე გადაგცემენ რუსულ მხარესო. მიხაროდა, დააპანიკებენ და იქნებ პირი იბრუნონ, თურქეთს მიაწყდნენ მეთქი. ახლა გაბაზრდა ეს პონტი და ნახევარი ბაბლი შეესია ამ ჩათს. ისე ეღადავებიან გულს კი ვიფხან, მაგრამ ღლიცინის დროა? მიხვდებიან რომ ვეკაიფებით და აღარ შეეშინდებათ, ჩამოვლენ. ჩემი აზრით ის ჯობდა, სანამ ვატყუებდით და სჯეროდათ, რომ აქ თავ-ყბას ვუერთიანებდით რაშისტებს“, - წერს ნინო ჟვანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„...ეს მადლობა გარდაუვალად უნდა მეთქვა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

🔵„კარგი დღეა დიეტის დასაწყებად“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა 

🔵რუსთავში კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა

წყარო: tia.ge