Digest Logo

„რამდენიმე საათიანი შოკის შემდეგ წავიდა უფალთან...“ - ეკა ბესელიას დედა გარდაეცვალა

1790606148
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და პოლიტიკოსს, ეკა ბესელიას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ თავად ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„რამდენიმე საათიანი შოკის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა დავწერო, რომ დედა წავიდა უფალთან.

ღმერთო. ვიბრძოლეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ.

არ მეგონა ამ სიტყვებს თუ დავწერდი ოდესმე.

ახლა მეტს ვერ დავწერ რა ხდებოდა ბოლო საათებში.

ამას ოდესმე შევძლებ ახლა ვერ.

ახლა მხოლოდ შემიძლია დავწერო სად შეიძლება დაემშვიდობოთ ჩემს იდეალურ დედას მისი მეგობრები და ნათესავები:

დედა - გულიზარ ბესელია

პანაშვიდები: 29 სექტემბერს, სამშაბათს 17 საათიდან

თბილისი. ვლადიმერ გაბაშვილის 9. მე 7 სართული (შუა სადარბაზო)

პანაშვიდი: 30 სექტემბერს, ოთხშაბათს, 17 საათიდან მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერი.

გასვენება: ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს. 14 საათზე მცხეთის დედათა მონასტრიდან საბურთალოს ჯიქიას სასაფლაოზე“, - წერს ეკა ბესელია.

როგორც ცნობილია პოლიტიკოსის დედა რამდენიმე თვე რეანიმაციაში იმყოფებოდა და გადარჩენისთვის იბრძოდა. ეკა ბესელია წერდა, რომ იგი აპარატზე იყო შეერთებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ღირს თუ არა ყოფილთან ურთიერთობა დაშორების შემდეგ - როდის არის ეს ჯანსაღი და როდის გვაზიანებს

⭕ „არაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც ღმერთის სიყვარულისგან განდგომილია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი

✕