![ლანა ნიკოლეიშვილი ლანა ნიკოლეიშვილი](https://digest.ge/uploads/files/2021/08/09/16194/lana-nikoleishvili_w_h.jpeg)
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლანა ნიკოლეიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელშიდაც ბავშვობაში მეზობლის მიერ ნაჩუქარი მეორადი ტანსაცმლის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვება:
„რანაირი სიძუნწე არ გამიგონია,მაგრამ ამ ერთს, გამორჩეულს, დავწერ ჯერ-ჯერჯერობით.
ხუთი დედმამიშვილი ვიზრდებოდით სოფელში. არ გვშიოდა, მაგრამ არც გვეყარა. გვიხაროდა, როცა გამონაცვალ ( ახალი ტერმინით „მეორად“) ტანსაცმელს გვჩუქნიდნენ. ჰოდა, ერთი ასეთთაგანი ქალბატონი, ყოველთვის ღილებდაჭრილ კაბებს ან საროჩკებს გვაძლევდა განა რა ღირდა ის ღილები, რომ ააჭრიდა და ჩვენ მერე უნდა დაგვეკერებინა, იმდენ ერთნაირს სად ვიპოვიდით და ასე ცალ დიდ, ცალ პატარა, ცალ ფერად, ცალ ორნახვრეტიან, ცალ ოთხნახვრეტიან ღილებით რომ დავდიოდით სიძუნწეა ეს თუ მომჭირნეობა, რას იტყვით ?“, - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სპაიდერვუმენი... სასწაული გოგო ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ჭაჭუა