ორბელიანების სასახლესთან, აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო სააკაშვილი“ მიმდინარეობდა. აქციას საჯარო მოხელეები მართავენ.
მათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და მათი მისამართით კითხვები დასვა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი გამოეხმაურა და ქვეყნის პრეზიდენტს საჯაროდ მიმართა.
„რატომ მოვედით ქალბატონო პრეზიდენტო ( მოვარდით ):
1. იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური წნეხისგან გაგათავისუფლოთ
2. იმიტომ , რომ სასტიკი დამნაშავე არ გაგშვებინოთ , სიმულაციის გამო
3. იმიტომ, რომ სამართალმა ოდნავ მაინც ჭამოს პური
4. იმიტომ , რომ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება , დანაშაულის წახალისება ….და კიდევ
ჩემო „ლამაზო“ პრეზიდენტო, სამწუხაროდ, მხოლოდ „ლამაზო“ გონიერება არ გეყოთ, რომ არ აჰყოლოდით ჩვენი ქვეყნის მახარაძეებს, ორჯონიკიძეებს, ძალიან ვწუხვარ, თუმცა ფაქტები თავისას ამბობენ …
რას მოგვიწოდებთ ქ-ნ პრეზიდენტო, ჯალათების გვერდით დგომას? რას გეტყოდათ ამაზე ირინა ენუქიძე, რას გეტყვით დახოცილი ბავშვების მშობლები, უამრავი წართმეული ბედნიერება, დაობლებული და დასტრესილი ბავშვები, მშობლები რომ დაუხოცეს ….
მესმის ევროპულო კეკლუცობა, მაგრამ ვინაა ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგე ტყუილი ამბების მიმტან - მომტანი, თუ ომის თავიდან აცილების მსურველები. სამყაროს მთავარი და ევროპული ფასეულობის გვირგვინი - ადამიანია და ამ ადამიანს ებრძვის ნაცმოძრაობა. ასე რომ , არ ივარგებს თქვენი ორმაგი თამაში, არ არის სამართლიანი …“, - წერს დათო ოქიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ეს ადამიანი გაიტანეთ რა, ყველაფერს აქვს საზღვარი…“ - გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძეზე