Digest Logo

🎥 რატომ არ არის ხორციელი განსაცდელები საშიში? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

1751697641
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც დეკანოზი განმარტავს, რატომ არ არის განსაცდელი საშიში:

„ილოცე, რათა არ შეხვიდე ორგულებისა და თავდაჯერებულობის განსაცდელში, რომელთა გამოც სულს დიდი შებრძოლება ექნება“, - ეს იყო სულიერი განსაცდელები. არ განვახორციელო ის, რომელ გულის სიტყვასაც ეშმაკი მთავაზობს. არ ვიყო ამაყი, ამპარტავანი და ა.შ.

„ხოლო ხორციელი განსაცდელები მთელი არსებით მიიღე და მასში თავისუფლად იცურავე. რადგან ღვთის განგებულება მათ მიერ მოქმედებს და მათ გარეშე ღვთის წინაშე კადნიერებას ვერ მოიპოვებ“, - კადნიერება არის როცა ძალა გეძლევა. შენდობასაც კი ვთხოვთ მამაო ჩვენოს წინ უფალს. მაგრამ კადნიერება რომ მოიპოვო და არ შედრკე, ღირსი გახდე იმ სიტყვების წარმოთქმის, რომელ სიტყვებსაც ლოცვის დროს ამბობ, აი ამის ღირსი უნდა იყო. არა წუწუნით, შიშით ან სულმოკლეობით, არამედ ქრისტეს სიყვარულით“, - ამბობს დეკანოზი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შესაძლოა უცაბედი გონებრივი გახსნა ან გეგმის შემუშავება დაიწყოთ...“ - გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

⭕ როგორი ამინდი იქნება 5 ივლისს საქართველოში

🎥 „როგორ შეიძლება, ადამიანს საშინელებები აკადრო და მერე საუკეთესო მეგობრები იყოთ - როგორ ხდება ეგ?!“ - ვის მიმართავს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე?