თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც ქალი იყო დასაქმებული. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა მაღაზიაში მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა და თავი დაიწვა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა.
„როცა ამდენი უსასტიკესი ოჯახური ძალადობა ხდება ქვეყანაში, რატომ არ ისმის ეკლესიის ხმა, განათლების მინისტრის ხმა, ჯანდაცვის მინისტრის ხმა, სამართალდამცავთა ხმა, რატომ არავინ შეისწავლის მრავალი მხრივ საზოგადოების კატასტროფის მიზეზებს და რატომ არ ისახება მრავალმხრივი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა?
მხოლოდ ფემინისტური აქტივიზმი ვერ მოერევა ამ საკითხს, თუ მათ ინსტიტუციების თანადგომა არ ექნებათ და თუ კომპლექსური მიდგომა არ შემუშავდა.
პირიქითაც, მარგინალიზება მოხდება ფემინისტების, ნაკლები მოუსმენს და მეტი დაუწყებს ბრძოლას, თუ მხარს არ გაუმაგრებს ყველა, ვისაც ეს მოხალისეობრივ ნებად კი არ უნდა ჰქონდეს აღქმული, არამედ უპირველესად ევალება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბორჯომი და სხვა არა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი