
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს, ამჯერად იგი ბანანის შესახებ საუბრობს:
„გემრიელი და ჯანსაღი საუზმე – ბანანის „ფანქეიკი“ წონის დაკლებისთვის!
თუ ეძებთ ჯანსაღ და დაბალანსებულ საუზმეს, რომელიც არამარტო გემრიელია, არამედ ხელს უწყობს წონის კლებას, ეს ბანანის „პანქეიკი“ იდეალური არჩევანია!
ინგრედიენტები:
⭕ 1 მწიფე ბანანი
⭕ 100 გრამი ბერძნული იოგურტი
⭕ 2 კვერცხი
⭕ მწიკვი მარილი
⭕ ჩაის ჭიქა შვრიის ფანტელი
მომზადების ინსტრუქცია:
ბლენდერში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.
ტაფა ოდნავ ცხიმით გაწმინდეთ და დაბალ ცეცხლზე დაასხით პანქეიკის ცომი. აცალეთ თითოეულ მხარეს 2-3 წუთი შეწვა, სანამ ოქროსფერს მიიღებს.
მიირთვით ცხელი – შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, კენკრა, ან თხილი მეტი გემოსთვის!
რატომ არის ეს საუზმე იდეალური წონის კლებისთვის?
ბანანი შეიცავს ბუნებრივ შაქრებს და ბოჭკოებს, რაც ენერგიას გვაძლევს და არ ზრდის შაქრის დონეს სისხლში.
ბერძნული იოგურტი მდიდარია ცილით და ხელს უწყობს გრძელვადიან დანაყრებას.
შვრიის ფანტელები აუმჯობესებს მონელებას და ეხმარება წონის რეგულირებაში.
ჯანსაღი კვება არ ნიშნავს მკაცრ დიეტებს – მთავარია ბალანსი!
ასეთი მარტივი და სასარგებლო საუზმე დაგეხმარებათ ენერგიის მოზღვავებაში და წონის კონტროლში, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: