Digest Logo

„ეს იარაა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ალბათ, არასდროს მომიშუშდება... 2 წლის განმავლობაში ხმა არ ამომიღია“ - დათო კენჭიაშვილი ოჯახის ტრაგედიაზე

1738664328
 დათო კენჭიაშვილი

მომღერალი დათო კენჭიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ დის, თათია კენჭიაშვილის შესახებ განსაკუთრებული ემოციით საუბრობს და იხსენებს, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, როცა განსაკუთრებულად გაუჭირდა, მისმა დამ და სიძემ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო.

„დედა მოულოდნელად გარდაიცვალა. დიაგნოზზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ყველაფერი მოულოდნელი იყო. დღესაც კი ვერ გადმოვცემ იმას, რაც მაშინ მქონდა. ეს იარაა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ალბათ, არასდროს მომიშუშდება. 2 წლის განმავლობაში ხმა არ ამომიღია საერთოდ. მოკლედ, ძალიან გამიჭირდა გადატანა, გახსენებაც კი მიჭირს“, - ამბობს მომღერალი.

როგორ დაუბრუნდით ცხოვრებას და საყვარელ სიმღერას?

ჩემმა დამ, თათიამ და ჩემმა სიძემ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. და ჩემთვის ყველაფერია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საკუთარი სხეულის ნაწილია, ჩემში ჟანგბადივით არის, მგონია, რომ ერთნაირად ვსუნთქავთ.

ბუნებრივია, დედმამიშვილებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ კიდევ უფრო სხვა კავშირი გვაქვს. ჩემზე 11 თვით უფროსია. დღე არ მახსოვს, ჩემს ცხოვრებაში არ იყოს. ის არის ადამიანი, ვისთვისაც ვარსებობ და ვისთვისაც ცხოვრება მიხარია.

ბუნებრივია, მასაც ძალიან უჭირდა ამ ტრაგედიის გადატანა, რაც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩემს საქმეებს და ცხოვრებას დავბრუნებოდი. წამიყვანა აბასთუმანში... მასზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი. არ მომცა საშუალება, რომ ჩემს ტკივილებში დავრჩენილიყავი...

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება“ - 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემო სუნთქვა, გილოცავ შენს მეგობრებთან ერთად... მჭირდები მე და ყველას“ – ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ორ კვირაზე მეტია ეძებენ, იუბილარია

⭕„ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო... დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე მისას, არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს“ - პასუხი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს