მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
ამჯერად შორენა ბეგაშვილმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის სოციალურ ქსელ ფეისბუკს აუქმებს, მიზეზი კი ქალების მხრიდან წამოსული შეურაცხყოფაა.
„არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიქნები მხოლოდ ინსტაგრამზე.
აქ, ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია. ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ როგორ გამოვიყურებოდე. ამას კულტურულად ვწერ, რეალურად რასაც მწერენ ნახავთ კომენტარებში.
არ ვიცი რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს“, - წერს შორენა ბეგაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გრილი დღეები და შორენა ბეგაშვილის საშემოდგომო ლუქი - მოდელი ლონდონიდან ახალ კადრებს გვიზიარებს