Digest Logo

„რატომ ავირჩიე ის ჯოჯოხეთი, ის ფულის კანტორა, არ ვიცი…“ - რას წერს იუნა შაფათავა

1684324951
იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ოცნებაა საფრანგეთში იცხოვროს.

„i mean…

ამერიკას ხმა აქვს ამოსაღები? პარიზის ფასები სამოთხედ მეჩვენება ნიუ-იორკის ღორობის ფონზე. ორჯერ ძვირია ნიუ-იორკი, 100%-ით მაღალია ამერიკის ფასები.

და ყველგან ეს ომის სიმბოლო მარიონეტი რომ დარბის, ეს მსოფლიოს ნგრევის სიმბოლო, ჩანჩურა ომის დასაუთოებელი ტანსაცმლით, რა მარაზმი ხდება ჩვენს თავს….

თუ კარგად დააკვირდებით, ფანჯარაში Sacre-coeur ჩანს, შორს.

როგორ მენატრებოდა პარიზი და ეს ხიბლი, ადამიანების შარმი, მარტივი ადამიანური ურთიერთობა, როცა არ ტეხავს, ქალი რომ ხარ და კაცს კომპლიმენტის და პაემანზე დაპატიჟების არ ეშინია..

რატომ ავირჩიე ის ჯოჯოხეთი, ის ფულის კანტორა, არ ვიცი…

მე ის ვიცი, რომ საფრანგეთში უნდა ვიცხოვრო ბედნიერად.

ამერიკა მღლის, მღლის, მღლის…სულ მინდოდა, ჩემს შვილებს ფრანგულად ელაპარაკათ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, არასოდეს იცი, ფარული სურვილები როდის გვისრულდება და რა სახით.

ვერ ველევი ამ მუზეუმს, ისეთი ხიბლი აქვს…“,- წერს იუნა შაფათავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „კი არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ... წერეთელზე დაიწყო სარემონტო სამუშაოები და გაგვექცნენ მდგმურები, საშუალოდ 700 დოლარიანი ზარალია“ - რას წერს გურამ შეროზია

🔵 „უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო მომავალი აქვთ“ - ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

🔵 „მათთვის, ვინც გაურკვევლობაშია“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე ქალიშვილი სახელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს