Digest Logo

რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს? - რას წერს რამაზ გიგაური

1769718000
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სიყვარულის მძიმე ფორმაზე საუბრობს, სადაც ადამიანი ზიანს გვაყენებს:

„რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს?  

„ის კარგი ბიჭია, მაგრამ. არ მიზიდავს. აი, ის მეორე კი — ვიცი, რომ დამღუპავს, მაგრამ უმისოდ ვერ ვსუნთქავ...“  
ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანს ორი მთავარი ძალა მართავს: ეროსი (სიყვარული/სიცოცხლე) და თანატოსი (სიკვდილი/ნგრევა). პარადოქსი ისაა, რომ ხშირად ჩვენ ამ ორს ერთმანეთში ვურევთ.

რატომ ხდება, რომ რაციონალურად გვინდა სიმშვიდე, ბედნიერება და სტაბილურობა, მაგრამ ქვეცნობიერად მაგნიტივით გვიზიდავს საფრთხე, დრამა და „ემოციური სიგიჟე“?

რატომ გვეჩვენება მშვიდი ურთიერთობა „მოსაწყენად“, ხოლო ტოქსიკური — „ნამდვილ სიყვარულად“?
ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ფსიქოლოგიაში არ არის, ის ჩვენს ვარსკვლავებშიც წერია.

დღეს განვიხილავთ ფენომენს „ეროსი და თანატოსი“ — როცა სიყვარული და სიკვდილის ინსტინქტი ერთმანეთში იხლართება“, - რას წერს რამაზ გიგაური.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ შენი პრობლემის ტარებას სხვა იწყებს ის, ვისაც პრობლემა ეკუთვნის სუსტდება...“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

🎥 „ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება...“ - ნინა პერტენავა „ბარიატრიასა“ და ჯანსაღ კვებაზე

🎥 „ჩვენ არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არადა სწორედ აქედან იწყება ჩვენი ჯანმრთელობა“ - ნინა პერტენავა