საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთნ მართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყო.
ჩვენ ბიჭებს სტადიონზე მხოლოდ 10-14 წლის ბავშვები ესწრებიან, რადგან მაყურებელთა შეზღუდვა UEFA-ს მიერ დაკისრებული სანქციის შედეგია.
ფოტოებს სტადიონიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი აქვეყნებს:
„დღევანდელ მატჩს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები ესწრებიან.
7500 ანთებული გული დღეს საყვარელ ეროვნულ ნაკრებს ტრიბუნიდან გაამხნევებს!“, - წერს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ბათუმში კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა
🎥 როგორ ჩაიფიქრონ ზოდიაქოს ნიშნებმა სურვილი 26 სექტემბერს? - რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი
⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია