Digest Logo

„რატომ უნდათ ახალგაზრდებს ბანკში დასაქმება მოლარე ოპერატორებად, მონურ ხელფასზე და დესპოტურ სამუშაო გარემოში? - ფსევდო-პრესტიჟი ახალგაზრდების ექსპლუატაციაზე დგას“ - ბაია პატარაია 

1651043529
ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ საქართველოში დაწესებულების უმრავლესობა ახალგაზრდებს არასათანადო სამუშაო გარემოს და მიზერულ ხელფასს სთავაზობს, ახალგაზრდები კი ამ ყველაფერს ყალბი პრესტიჟის გამო თანხმდებიან. 

პატარაიას აზრით, ეს ვითარება ცალკე სისტემას აზიანებს, რადგან მინიმალურ ხელფასს მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები თანხმდებიან, თავის მხრივ კი ეს დასაქმებულებიც ზიანდებიან, რადგან უსამართლო სამუშაო გარემოსთან უწევთ შეგუება.

„სულ მაფიქრებს, რატომ უნდათ ახალგაზრდებს ბანკში დასაქმება მოლარე ოპერატორებად სრულიად მონურ ხელფასზე და დესპოტურ სამუშაო გარემოში, სადაც ბიულეტენი უხელფასო შვებულებას ნიშნავს, კოვიდიანებს ამუშავებდნენ კარანტინის დღეების დაუცველად და ნახევარ განაკვეთზე, ანუ თვეში 150 ლარს უხდიან დაუქვითავს, ანუ ხელზე 120 ლარზე ნაკლებს. 3 წელი არ სვამენ მუდმივ შტატში. არის დიდი გადინება. ამის გამო მოლარე ოპერატორების უმრავლესობა არის გამოუცდელი და უშვებს ტრილიონ შეცდომას, რასაც ეწირება კლიენტის დროის უზაროდ დიდი რესურსი და საბოლოო ჯამში მომსახურებაც არის უბანძესი.

ყველაზე მდიდარი ინსტიტუცია ქმნის სიმდიდრის და პრესტიჟის სიმულაციას და ამას ბუზივით ეხვევა ხალხი. როდის უნდა დამთავრდეს ეს ფსევდო-პრესტიჟი, რომელიც რეალურად ახალგაზრდების ექსპლუატაციაზე დგას და თან ძალიან ცუდ სერვისს გულისხმობს?

ერთ-ერთ ჯგუში გოგო კითხულობს, ხო კაი სამსახურია? ხო ღირს ასეთ დაბალ ხელფასზე მუშაობის დაწყებაო? არა. არ ღირს მაგ ფსევდო-პრესტიჟულ მონობაში თავის გაყოფა!“, - წერს ბაია პატარაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! - ყველამ მითხრა, რომ მოვიმატე - საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა“ - ნიკა ქავთარაძე

🔵„მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს“ - დღის რჩევა