Digest Logo

„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! - ყველამ მითხრა, რომ მოვიმატე - საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა“ - ნიკა ქავთარაძე

1651041677
ნიკა ქავთარაძე

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ აზიანებს ადამიანის თვითშეფასებას საზოგადოების აზრი და მათი კრიტიკა. ქავთარაძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სხვების შეფასებისას.

„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?!
რატომ ვერ ხვდებიან, რომ სააააერთოოოდ არაა მაგათი საქმე?!

„ვააა, მაგრად გასუქებულხარ“ - და რა უნდა უპასუხო?! თითქოს თავს ვიმართლებ ხოლმე, დაპირებასაც აძლევ, რომ დიეტას დაიწყებ და აუცილებლად გახდები.

მესმის და მჯერა, რომ ამას არ აკეთებთ სპეციალურად გულის სატკენად, მაგრამ ადამიანები ხომ ხართ?!
სიტყვას რამხელა ძალა აქვს ხო იცით?

მეტი იფიქრეთ, ვიდრე ვინმეს ფორმიდან ამოვარდნის გამო „ანერვიულდებით“.

გუშინ კოშმარული საღამო მქონდა, თუ ვინმე მიხვდა, რომ მოვიმატე - ყველამ მითხრა.

საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა - ინერციით ვაკეთებდი საქმეს.

ჰოდა, გთხოვთ, ვინც ამას წაიკითხავთ, აღარასდროს მითხრათ თქვენი აზრი გასუქებაზე - არც გახდომაზე.
გთხოვთ!“, - ნიკა ქავთარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ არსებობს სიტყვა, წინადადება, რაც ოდნავ მაინც შეძლებს გამოხატოს ის წარმოუდგენელი ბედნიერება რაც შენი დაბადებით მომანიჭე“ - თათია შარანგია

🔵„შემოვარდა მანქანა, 4 ბიჭი გადმოხტა, მანქანაში ჩამტენეს და წამიყვანეს... 4 საათი ორმოში ვიმალებოდი“ - თეა ადეიშვილი

🔵„კარგი დღეა ძველი პრობლემების გასააზრებლად და ახლებურად გადასაჭრელად“ - ცაგარელი