ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე; რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს? - წერს:
„რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს?
რატომ გვიზიდავს ადამიანები, რომლებიც ტკივილს გვაყენებენ?
რატომ ვკარგავთ ყველაფერს ზუსტად მაშინ, როცა წარმატებას ვუახლოვდებით?
რატომ ვგრძნობთ სიცარიელეს მაშინაც კი, როცა ობიექტურად ყველაფერი კარგადაა?
ყველაზე მარტივია, ამ ყველაფერს უბრალოდ „ცუდი ბედისწერა“ დავარქვათ. თუმცა, კარლ გუსტავ იუნგის დიაგნოზი ასეთია: „სანამ არ გააცნობიერებთ თქვენს არაცნობიერს, ის მართავს თქვენს ცხოვრებას და თქვენ ამას ბედისწერას არქმევთ“.
ჩვენი ცხოვრების განმეორებადი კრიზისები, მოულოდნელი დანაკარგები და გამაღიზიანებელი ურთიერთობები შემთხვევითობა ან სისტემის შეცდომა არ არის.
ეს თავად სისტემაა.
ჩვენი არაცნობიერი მუდმივად დგამს ერთსა და იმავე სპექტაკლს ერთი მთავარი მიზნით — გვაიძულოს, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვიღვიძოთ!
ვინ ვართ სინამდვილეში — ნიღაბი (პერსონა), რომელსაც საზოგადოების დასანახად ვატარებთ , თუ „ჩრდილი“, რომლის აღიარებაც ასე ძალიან გვაშინებს?“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად? - რას წერს რამაზ გიგაური
⭕გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა