Digest Logo

„რაც ამ დღეებში ვნახე და ვიგრძენი პანაშვიდებზე ყოფნისას, ენით აღუწერელი, უმძიმესი და დამანგრეველი განცდაა“ - სანდრა რულოვსი შოვის ტრაგედიაზე

1691907793
სანდრა რულოვსი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დრომდე 9 დაკარგულს ეძებენ. 

ბოლო მონაცემებით სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 17 ცხედარი იდენტიფიცირებულია.

ტრაგედიას სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი გამოეხმაურა:

„ბევრჯერ ვყოფილვარ რაჭაში, ონის რაიონში, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მეგობრების და ულამაზესი ბუნების სანახავად... მაგრამ რაც ამ დღეებში ვნახე და ვიგრძენი პანაშვიდებზე ყოფნისას, ენით აღუწერელი, უმძიმესი და დამანგრეველი განცდაა.

ის გამწარებული ოჯახიც მოვინახულე, რომლის ცხრა წევრი სტიქიას ემსხვერპლა. იმედს ვიტოვებ, რომ გმირი მაშველები იმათაც იპოვიან, რომელთა ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია სადაც და რითაც შემიძლია ვეხმარები კონკრეტულ ადამიანებს. ვიზიარებ დაზარალებულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას“, - წერს სანდრა რულოვსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ავტომობილები კონდიცირების გარეშე არის საფრთხის შემცვლელი“ - მეტეოროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

რუსთავში ქიმიურ საწარმოში მუშა დაიღუპა