ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ სტატუსს აქვეყნებს:
„ბედნიერების და თავისუფლების ერთ-ერთი გასაღები.
არავინ იცის, ბედი ვის რას უმზადებს.
იყავი ფრთხილად.
არავინ იცის, საკუთარ თავს ვინ რას უმზადებს.
იყავი ფრთხილად.
მხოლოდ შენი შინაგანი ენერგია, შენი პიროვნება, ფიქრები, დამოკიდებულებები განაგებენ შენს მომავალს.
იყავი ფრთხილად.
სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ, სანამ ვერ მიხვდები რას როგორ, რანაირად, რის ხარჯზე მიაღწიე, სანამ ყველა შეცდომას გულწრფელად შენში არ გაიაზრებ, მანამ მოსვენება, სიმშვიდე, და წინსვლა არ გექნება.
რატომ ერჩი იმას, ვისაც არ იცნობ?
რატომ გადააყოლე შენი ცხოვრება „მეგონას“
რატომ გგონია რომ ყველა შენ გებრძვის, ყველას შენი შურს და ფიქრობს შენს წინააღმდეგ -და თუ ეს მართალია, რა არის მიზეზი, რატომ გაგწირა სამყარომ?
აბა მოყევი, როგორ და რანაირად გიხარია სხვისი წარმატება, ბედნიერება და სიხარული.
მოყევი როგორ უანგაროდ დაეხმარე ადამიანებს, ნაცნობებს თუ უცნობებს.
მოყევი როგორი გულმოწყალე და მიმტევებელი ხარ.
ისიც მოყევი, როგორი გაიძვერა და გაბოროტებული ხარ.
რიტორიკად იქცა ფრაზები:
რასაც სხვას უსურვებ, ის მოგეცემა აუცილებლად.
ავის მაფიქრალი, სიავეში იცხოვრებს.
სხვას თუ ატკენ, ცხოვრება აუცილებლად გატკენს.
რასაც სხვაზე საუბრობ, იმას ისაუბრებენ შენზე.
იცოდეთ, ეს არ არის, არ არის რიტორიკა, ეს ძალიან სიმართლეა და რასაც ,, დასთესთ იმას მოიმკით'' აუცილებლად (ესეც სიმართლეა) მე ყველაფერი წინ დამხვდა რაც დავიმსახურე, კარგიც და ცუდიც.
როცა სიკეთე ბოროტებად დამიბრუნეს, სიკეთის კეთება არ შემიწყვეტია.
ჩვენ ყველას ჩვენი ტალახი გვაქვს, ზოგს ცოტა, ზოგს ბევრი, ზოგს ყელამდე აქვს და იხრჩობა.
ვინ არის უდანაშაულო მსხვერპლი.
„მამა აბრამის ბატკანი“
წითელი ხახვი ძალიან სასარგებლოა“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“ - გია მურღულია