Digest Logo

„რაც შენ მამშვიდე, მაწყნარე, მეხუტე მთელი ეს წლები... ახლა ჩემი ჯერია, ჩემო ძვირფასო“ - ნათია დუმბაძე სალომე ბაკურაძეს

1762077584
ნათია დუმბაძე

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

გარდაცვლილს  სამშაბათს დაკრძალავენ.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი ნათია დუმბაძე გამოეხმაურა და სალომე ბაკურაძე გაამხნევა:

„გული ძალიან მატკინე, ლაშ. ძალიან მატკინე.

რაც შენ მამშვიდე, მაწყნარე, მეხუტე და გვერდში მედექი ყველგან, ყოველ წუთს და ყოველ წამს, მთელი ეს წლები...

ახლა ჩემი ჯერია, სალო, ჩემო ძვირფასო“, - წერს ნათია დუმბაძე.

ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი სიყვარულის დღეა, უბედნიერესი მინდა იყო“ - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ოთო ფოლადაშვილმა

„ჰოროსკოპის კონკრეტულ სახლში ლილიტის მდებარეობა არ არის მხოლოდ შიში ან სისუსტე - ეს სირცხვილის განცდაც არის“ - რას წერს რამაზ გიგაური

„მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, გულითადი მოკითხვა ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სიყვარულისთვის“ - ნონა გაფრინდაშვილი