Digest Logo

„რაც ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - ანდრია ჯაღმაიძე

1734093983
ანდრია ჯაღმაიძე

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. კადრებმა სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოიპოვა, რასაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა.

„რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას.

ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.

დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესეც ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად“ გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.

დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.

ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.

სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მისი ერთგულება, სიყვარული, თავდადება ყოველთვის სამაგალითოა საქართველოს და დედა ეკლესიის მიმართ!“ - ზურა ხაჩიძის მხარდაჭერა შალვა კეკელიას

🎥 „გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ გვიწოდა სულელები იმ ხალხს, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოვხატავდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“ - სოცქსელის მომხმარებელი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის დეკემბრის ბოლო ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული იქნება