
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. კადრებმა სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოიპოვა, რასაც მომღერალი ზურა ხაჩიძეც გამოეხმაურა და დეკანოზსს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ერის კაცობიდან ვიცნობ მამა შალვას და მისი ერთგულება, სიყვარული, თავდადება ყოველთვის სამაგალითოა საქართველოს და დედა ეკლესიის მიმართ!
მიყვარხართ და თქვენს გვერდით ვარ ყოველთვის! ჩემი მხარდაჭერა მამა შალვას“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: