ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნიკოლოზობაზე წერს:
„ყველას ძალიან რომ გვიყვარს იმ გამორჩეული წმინდანის დღეა. ცოტამ თუ იცის რა კავშირშია ერთმანეთთან „წმინდა ნიკოლოზი და სანტა კლაუსი“, რეალობა კი შემდეგნაირია:
შობა-ახალ წელს თეთრ წვერში და ლამაზ მოსასხამში გამოწყობილი ბაბუა კაცი გვახსენდება, ვინც უხვად გასცემს საჩუქრებს. განსაკუთრებული თაყვანისცემა „წმინდა ნიკოლაუსისა" გერმანიაში - VI საუკუნიდან, ხოლო რომში კი - VIII საუკუნიდან დამკვიდრდა.
საყოველთაოდ ცნობილი ეპიზოდია მისი ცხოვრებიდან, როდესაც იმხანად ქალაქ პატრაში მსახურობდა ერთ გაღატაკებულ კაცს სამი ქალიშვილი ჰყავდა. მას კი მათი გამზითვება და დაოჯახება არ შეეძლო. განიზრახა, სამწუხაროდ, მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. გოგონები ევედრებოდნენ ღმერთს გადარჩენას და ღმერთმაც მოწყალება გაიღო.
საშველად წმინდა ნიკოლოზი გამოჩნდა. სამგზის მივიდა წმინდა ნიკოლოზი მათ კართან და ყოველ მისვლაზე ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ სამი ქალიშვილის გამზითვება და არიდება თავიდან ამხელა ცოდვისა.
სწორედ ამ მომენტმა მისი ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ სამყაროში შობის ღამეს. ზუსტად შობის ღამით გამოფენდნენ წინდებს და დატოვებდნენ ბუხართან, იმ იმედით, რომ საკვამურიდან სანტა, ანუ წმინდა ნიკოლოზი საჩუქრებს დაახვედრებდათ.
გერმანიაში კი ბავშვების დასაჩუქრების ტრადიცია X საუკუნიდან იწყება, მოსწავლეები საეპისკოპოსო თამაშებს ატარებდნენ, თუ ვინ იქნებოდა წმინდა ნიკოლაუსის როლში საახალწლოდ. შუა საუკუნეებში კი ტრადიცია კარგად ფეხგადგმული იყო.
სამწუხაროდ, XX საუკუნის 30-იან წლებში სანტა კლაუსი დამკვიდრდა, როგორც კომპანია კოკა-კოლას სარეკლამო სახე და ამით ბოლომდე შეიცვალა მისი პერსონაჟი, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი იყო, თუმცა.
წმინდა ნიკოლოზი, არის რეალური და განუმეორებელი ფიგურა შობის ღამისა და ისედაც მთელი ცხოვრებისა, რაოდენ უზომოდ დიდია მისი შემწეობა ადამიანებზე და ბავშვებზე, რომლებიც მას ესოდენ უყვარს.
გილოცავთ და მრავალს დაესწარით! წმინდა ნიკოლოზმა აგვისრულოს ყველას ყველა ნატვრა შობის ღამეს და მოგვცეს რწმენა, სიკეთე და ბევრი სიხარული!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ქვეითი, რომელსაც თელავში ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა