ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანი არასდროს არ მოქმედებს ისე, რომ მის მოქმედებას არ უსწრებდეს წინ გულისმიერი ზრახვა,
რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგა,
რაღაც საქმე უნდა დავიწყო,
ადამიანს უნდა მივმართო,
პროცესი განვაახლო,
რაღაც სიტყვა უნდა აღმოვთქვა,
სულ ხომ მოქმედებს ადამიანი, ყოველთვის მოქმედებას,
გადაწყვეტილების მიღებას,
სიტყვის თქმას,
ურთიერთობის დაწყებას,
გეგმის დასახვას — ყველაფერს წინ უსწრებს გულის სიტყვა,
და აქ უნდა ვისწავლოთ — ეს გულის სიტყვა, რომელიც მოვიდა, რამდენად არის თანხვედრაში ყოვლადსიბრძნესთან?
ანუ ღმერთთან?
ანუ ღვთის ნებასთან?
ამიტომ ამბობს — „მუდმივად მისდევდეს ყოვლადსიბრძნეს, და აღვსებული უნდა იყოს... “
კი არ ატარებდეს თავის თავში, შეიძლებოდა ასეც ეთქვა — ატარებდეს თავის თავში,
არა — „აღვსებული იყოს სიცოცხლის მოძღვრებით“,
— რა არის სიცოცხლის მოძღვრება?! და ვინ არის სიცოცხლე?!
— „მე ვარ სიცოცხლე“, ქრისტე ამბობს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაცია...“ - ქეთი ოდიშელი 21 დეკემბრის მზებუდობაზე