ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა კაცმა მასთან დაკავშირება სცადა და გაცნობა შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება მასზე 16 წლით უმცროსი აღმოჩნდა.
„უნდა გაცინოთ, რა ვქნა. მოკლედ, ვზივარ სახლში, რეკავს ტელეფონი, ნომერი არ მეცნობა.
ვუპასუხე.
- Да!
- გამარჯობა!
- გამარჯობა, მეთქი - ქართველი ხარ? რა ხდება, რჩევა გინდა, მშვიდობაა? ვეკითხები
- კი, მშვიდობაა, არაფერი არ მინდა, გაცნობა მინდა თქვენი.
ნუ გამეღიმა, ახალგაზრდა კაცის ხმაა.
ნუ, ვილაპარაკეთ, კომპიუტერის სპეციალისტი აღმოჩნდა, туда, сюда და მოკლედ, როდის შეიძლება შევხვდეთო.
- რამდენი წლის ხარ? ვეკითხები
- ოცდაათის, მპასუხობს.
- მე რამდენის ვარ, იცი?
- 38 ის, რა..
გამეცინა.
- 38-ის ვიყავი თბილისში და კაი „ვიდზე“, ახლა ვარ 46-ის მეთქი, რას ვგავარ და დედად გეკუთვნი..
- ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! - არ ტყდება რა, ხმა კი შეუკრთა 46-ზე.
- არა, მადლობა, მე ქართველ კაცებთან დიდი ხანია მოვრჩი რომანს, მეთქი..
- უი რა კარგია, რომ ქართველი არ ვარო !!! ისე ომახიანად მითხრა, დავწექი სიცილით.
ბავშვებო, როგორ მიყვარხართ, რა ვქნა, დრო გადის, გარბის….
მაგრამ ქართველობაზე მთლად ასე უცბად უარსაც ნუ იტყვით, ქალის გულის მოსაგებად აბა ქართველი კაცი ქალის გამო არაფერს იზამსო?
აი, თუ ეროვნება არ შეიცვალა წამში, დაუფიქრებლად იციან ჩვენმა ბიჭებმა სიყვარულის ფასი… ვაი, რომ მაშინ, ჩვენ რომ აღარ გვჯერა, გოგოებს…“, - წერს იუნა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ: