Digest Logo

„როდესაც ჩვენ წარვდგებით ღვთის წინაშე,მოხდება, დიად, მერვე დღეში შესვლა, რომელიც გონებამიუწვდომელი ბედნიერებაა...“ - თეოდორე გიგნაძე

1771788562
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmadliereba.ge%2Fposts%2Fpfbid058pdsXJdKnc3o8udVAHWMWtGhKXbJ7utyzFQohy5VsWWwcrbitNryUgi9rd5qGg8l&show_text=true&width=500" width="500" height="513" style="border:n

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„წარმოგიდგენიათ?!
ოდესმე, როდესაც ჩვენ წარვდგებით ღვთის წინაშე,
როცა ჩვენ გარდავიცვლებით,
საბოლოო ჯამში — როცა უფალიც დაბრუნდება,
და მოხდება, დიად, მერვე დღეში შესვლა, რომელიც გონებამიუწვდომელი ბედნიერებაა,
— ეს იქნება , მყუდრო, ბედნიერებით აღსავსე სახლი,
სადაც ქრისტე იქნება მამა ჩვენი,
და დედა — ღვთისმშობელი,
თითოეული ჩვენგანის,
თითოეული ადამიანის,
და თუ ადამიანს ოდნავ მაინც წარმოუდგენია,
უფიქრია,
ოდნავ მაინც, თუ რას ნიშნავს რომ ხარ მყუდრო, ბედნიერებით აღსავსე სახლში,
რომელშიც მამა გყავს,
და ეს არის შენი ღირსება,
რომელშიც დედა გყავს,
და ეს არის შენი გონებამიუწვდომელი, თვალზე რომ ცრემლი მოგადგება იმგვარი მყუდროება და და ნეტარება
და სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი,
აქეთ მივდივართ ჩვენ,
ამისთვის ვართ გაჩენილნი,
და ის სახლიც — თავად ღმერთია,
გესმით, რაშია საქმე?!
ეს არის ის მიზანი, რისკენაც ისწრაფვის ადამიანი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალური ენერგია შემოდის მარცხენა მხარეს...“ - როგორ განვსაზღვროთ საუკეთესო მხარე ძილისთვის: ფენ-შუის სპეციალისტი გვირჩევს

🎥 როგორ გამოვიყენოთ კომპასი ფენ-შუის მიხედვით და რის მოგვარება შეგვიძლია ხელსაწყოთი: თიკა ქოქაშვილის რჩევები

⭕„საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა... ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი“ - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები