ყველას აშინებს ან მარტივად შერაცხავენ „ჯადოქრად” იმ ადამიანს, ვინც სწრაფად კითხულობს „ენერგიას” - ანუ აცნობიერებს თქვენს მოტივს …
ენერგიის დანახვა მისტიკა არ არის, ეს არის კავშირი ქვეცნობიერთან და ქვეცნობიერი კარგად კითხულობს, ყველა იმპულსს (სხეულის ენა, არავერბალური სიგნალები, ემოციური მდგომარეობა და ა.შ).
როდესაც ვგრძნობთ, რომ ენერგიას ვკითხულობთ, სინამდვილეში ჩვენი ტვინი, პარალელურ რეჟიმში საკმაოდ ბევრ პროცესს ამუშავებს ერთად (ჟესტები, სუნთქვის სიხშირე, სხეულის კონკრეტულ ნაწილში მოჭიმულობა, ხმის ტემბრი, თვალის მოძრაობა, კუნთების მდგომარეობა, მანერები, ემოციის ვიბრაცია, თავდაცვის პოზიციიდან თუ ღია პოზიციიდან გვესაუბრებიან … ).
გვაქვს ნეირონთა სისტემა (სარკისებური ნეირონები) რომელიც, ირეკლავს სხვა ადამიანის მდგომარეობას. სხვისი განცდა აღიქმება ამ ნეირონთა ქსელის მეშვეობით და ქვეცნობიერი შესაბამისი მდგომარეობის იმპულსს გვაწვდის. ( ანუ რომ არის, თითქოს კარგად ისაუბრეთ, მაგრამ მაინც შფოთავთ ან არ ენდობით, აგრესია ჩნდება) - ეს მისი რეალური დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ და არა თქვენი.
ჩვენს გონებაში არსებული შაბლონების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ვაკავშირებთ წარსულში მიღებულ ცოდნას, ახალ ადამიანებთან და უფრო მარტივია ამოცნობა კონკრეტული პატერნის, შესაბამისად საფრთხის ამოცნობაც სწრაფად ხდება.
თუ ამ ყველაფერზე იმუშავებთ და ეცდებით თქვენი ემოციური ინტელექტი იყოს მაქსიმალურად დრეკადი, მზარდი, ფართო - თვალისთვის რთულად შესამჩნევ მიკროექსპრესიებსაც კი ადვილად ამოიცნობთ.
მოკლედ, რომ ვთქვათ ეს უნარი, ნამდვილად ძვირფასია და არსებობს ! ასეთ ადამიანებს, ტყუილად ატყუებენ … დროის ამბავია, ამოიცნობს და იპოვის მხოლოდ შეგრძნების საფუძველზეც.
ყოველი ადამიანი ფლობს, საკუთარ ვიბრაციულ ველს ( აურას ), რომელიც მისი სულიერი მდგომარეობის პირდაპირი პროექციაა.
როდესაც ხდება ორი ენერგეტიკული ველის რეზონანსი, სწორედ ამ დროს ვიწყებთ კითხვას.
ეს არის ინფორმაციის მყისიერი გაცვლა არამატერიალურ დონეზე: მაღალი, მშვიდი სიხშირეები სითბოს და სიმსუბუქეს გამოსცემს, ხოლო დაბალი, აგრესიული ან შიშზე დაფუძნებული ვიბრაციები სიმძიმეს და დისკომფორტს.
ფსიქოლოგიური მიკრო-სიგნალები და ენერგეტიკული ველები ერთი და იმავე ფენომენის ორი სხვადასხვა ენაა: ჩვენ ვართ ერთიანი სამყაროს ნაწილი, სადაც ყოველი შინაგანი განწყობა მყისიერად ტოვებს ნაკვალევს საერთო სივრცეში, ხოლო „ენერგიის წაკითხვა“ უბრალოდ ამ უხილავი დიალოგის მოსმენის უნარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვაქცინა, რომელსაც მელანომის განკურნება შეუძლია - ახალი კვლევა
🎥 მზისგან დამწვრობის რისკები და პრევენცია - რას გვირჩევენ სპეციალისტები
🎥 „იესეს და ნოეს ძმობა, სიყვარული“ - რა კადრებს გვიზიარებს დუეტი „ლეონი“