ტელეკომპანია „პოსტივის“ ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის შვილმა ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და თანადგომა გამოუცხადა ყველა იმ გოგოს, რომელიც შალვა რამიშვილმა შეურაცხყო.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი გამოეხმაურა.
„როდესაც შვილი ასეთ ვერდიქტს გამოგიტანს, სულ ოდნავი სინდისის ნატამალი თუ გაქვს შერჩენილი, საკუთარი ხელით ტყვია უნდა დაიხალო გულში!
რომელ მოსამართლეს შეეძლო, ამაზე მძიმე განაჩენის გამოტანა? და კიდევ ვინ იცის, რამდენი გარეწარი მამის შვილია იგივე მდგომარეობაში, რომელსაც რცხვენია საზოგადოებაში თავის გამოყოფა?!
ეს არაკაცები საკუთარი შვილების მკვლელებად იქცნენ, ფულის, თანამდებობების და გავლენების სანაცვლოდ.
ლაშა რამიშვილი, მაგალითი უნდა იყოს ღარიბაშვილის, სამხარაძის, კობახიძის, ივანიშვილის და კიდევ მრავალი მოღალატის შვილებისთვის.
დიახ, ამ ბინძურ არსებებს, საკუთარმა შვილებმა უნდა გამოუტანონ განაჩენი, მანამდე სანამ უზენაეს შეხვდებიან პირისპირ!!!“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: