Digest Logo

როდიდან გამოიდარებს საქართველოში? - მეტეოროლოგის პროგნოზი

1783455341
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.

ამჯერად იგი 20 ივლისიდან საქართველოს ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსს ვარაუდობს:

„ზაფხულის მეორე ნახევარი საქართველოში იქნება ნამდვილი მზის ზეიმი.

20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება - დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე.

🔥 ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა, რომელიც არაერთხელ გვინახავს.

🌍 ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა.

👉 იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით - ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია“, - წერს კობა ფარტენაძე. 

ასევე დაგაინტერესეთ:

„თუ ჩემი დამოკიდებულება უფლისადმი არის, რომ რაღაცები მომიგვაროს, ეს არის წარმართობა“ - თეოდორე გიგნაძე

როგორ მოვიგოთ კუროს გული? - გაითვალისწინეთ ეს მთავარი რჩევები

ინტუიცია თუ შიში: როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან? - ფსიქოლოგის განმარტება