
ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი რჩეული, ლიზა ჩიჩუა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი ხშირად აქვეყნებენ სახალისო ვიდეოებს და ფოტოებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ვალენტინობას წყვილი ერთად შეხვდა. ირაკლიმ ამის აღსანიშნავი ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოს, რომელზე წყვილი ერთად არის აღბეჭდილი, ხელში წითელი გულით, ირაკლიმ ცნობილი ფრაზა დააწერა: All we need is love.
მოგვიანებით კი დადო ფოტო ყვავილებით და შემდეგი ტექსტით: „არ გჭირდებათ განსაკუთრებული თარიღი, რათა გამოხატოთ თქვენი გრძნობები. გიყვარდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყოველი წამი, რადგან ეს მომენტი უნიკალური და განუმეორებელია. მიყვარხარ, ლიზა".
წყვილს ბევრი ულოცავს და ქათინაურებით ავსებს კომენტარებში, ზოგიერთები კი მომავალზე ეკითხებიან: „როდის იქნება ქორწილი?“ „ქორწილს ველოდებით“.
„ისეთი ლამაზი, ბედნიერი, სიყვარულს ასხივებ! გილოცავთ ვალენტინობის დღეს!!!“
✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: „ჩემი ჯადოსნური მორიელების გარემოცვაში ვარ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე
🔵VIDEO: როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა
🔵VIDEO: ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მშობლები და როგორი სახლი აქვს ტელეწამყვანს
🔵„განცდილი მარცხის“ შემდეგ უფრო მეტს ვცდილობდი - ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მომავალი სიდედრ-სიმამრი