Digest Logo

როგორ დაიკლო ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში - „ამოვიღე რაციონიდან ბურღულეული, ტკბილეული... ჩემი ბოლო ამბავი შემდეგია...“

2/7/2021 • 10:12
ნანუკა ჟორჟოლიანი

42 წლის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი შესანიშნავ ფორმაშია. ამას საზოგადოება ხშირად აღნიშნავს. 

ნანუკას დიეტით უამრავი ადამიანი მოიხიბლა, მის დიეტას საქართველოში უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. 

ჟურნალისტი აზიარებს ვიდეოს, სადაც მის დიეტაზე საუბრობენ. ნანუკა კი კიდევ ერთხელ წერს, თუ როგორ შეძლო ზედმეტი კილოგრამების მოშორება.

„ამათ შეხედეთ რაები ულაპარაკიათ, როგორ გავუჭორივარ სახის კანზე.

გოგოებო, 18-საათიანით გავხდი. თავიდან ამოვიღე ბურღულეული, ტკბილეული. როცა სასურველი წონა მივიღე ისევ შევაპარე, მაგრამ ჩემი ბოლო ამბავი შემდეგია.

გავაქრე რაციონიდან ყველი და დავრწმუნდი, რომ ცელულიტის ბუდეა და ისევ მკაცრად ამოვიღე გლუტენი, რომელიც ძალიან მაშუპებს.

გლუტენის ამოღებით ბევრ, არასასურველ საკვებს აგდებთ. ასევე, ამოვიღე სიტკბო (ხილის გარდა) და ყველა ჩემი ვარჯიში ჩავანაცვლე ველოსიპედით,“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

25-წლიანი თანაცხოვრების დანგრევა, ცოლისთვის ფულის მოპარვა, აზარტული თამაშები, ნარკოდამოკიდებულება და „მათხოვრობა“ - დათო დარჩიას უცნობი ამბები

როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი

როგორ დაიკლო სალომე ბაკურაძემ 12 კილო