
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა მან 8 ივლისს დაწერა მინიშნება, კვლავ მარტოა:
„2019 წლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ზაფხულია, როცა მარტო ვარ... გულწრფელად რომ ვთქვა - ცოტა რთულია და დამაბნეველიც“.
ამჯერად, ალექსანდრამ „ინსტაგრამზე“ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა:
გამომწერის კითხვა: ალე, როგორ დავივიწყო ცოლიანი კაცი, ვგიჟდები ისე მომწონს?!
ალექსანდრა: ცოლს უთხარი და დაგავიწყებს, თუ მარტოკას გიჭირს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედის და მამის ბედნიერების წყარო“ - ნინი კენჭიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს