სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი, რომლის ძმა, და, დეიდა, ორი დეიდაშვილი და ბიძაშვილი სამი შვილით ამ დრომდე დაკარგულია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„Papuna Margvelidze Gocha Enukidze Sergi Khidesheli კაბინეტებში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე. მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი. ონის მუნიციპალიტეტის მერია”, – წერს მარიტა გუტაშვილი.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
კურორტ შოვში მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 140-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ